26 ოქტ 2026
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს.
წელს მედიაწიგნიერების კვირეულის თემაა „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“.
კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ტარდება.