26 ოქტ 2026
ბარსელონაში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 128 პირი დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, დაშავდა 15 პოლიციელი. უწყების ცნობით, ვანდალიზმის შედეგად 20-ზე მეტი კომერციული ობიექტი დაზიანდა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა დემონსტრანტების ჩხრეკისას პიროტექნიკა და ცივი იარაღი ამოიღეს.
აქციის მონაწილეებმა ასევე აღმართეს ბარიკადები და ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს.