ტირანაში საპროტესტო აქციაზე 500-ზე მეტი პირი დააკავეს

26 ოქტ 2026

ტირანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, უმუშევრობასა და სამთავრობო კორუფციას აპროტესტებენ. ასევე ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

გავრცელებული ცნობით, შეტაკებები მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. დემონსტრანტებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 500-ზე მეტი პირი.

პრემიერის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და არეულობის აღსაკვეთად კანონმდებლობის გამკაცრებას აანონსებს.