ემანუელ მაკრონი: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც ამ კვირაში იყვნენ მობილიზებული, რათა რესპუბლიკური წესრიგი ყველგან ყოფილიყო უზრუნველყოფილი

26 ოქტ 2026

24 ოქტომბრის აქციის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველი განცხადებაა გაავრცელა. ემანუელ მაკრონი სამართალდამცველებს მადლობას უხდის. მაკრონი წერს, რომ სახელმწიფომ თავისი მისია შეასრულა.

„ყველას სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც ამ კვირაში იყვნენ მობილიზებული, რათა ყველგან უზრუნველყოფილი ყოფილიყო რესპუბლიკური წესრიგი. მათი წყალობით და რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფომ თავის მოვალეობებს სათანადოდ გაართვა თავი.

პარასკევს შევხვდი სკოლის მოსწავლეების გაერთიანებებს და მოვისმინე ჩვენი ახალგაზრდობის კანონიერი მოლოდინები. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ამ დიალოგს ხვალიდანვე განაგრძობენ და ძალზე კონკრეტულ პასუხებს გასცემენ“, - წერს მაკრონი.