გაერთიანებულ სამეფოში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდა

26 ოქტ 2026

გაერთიანებულ სამეფოში შტორმ „ბოელოს“ ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„ბიბისის“ ცნობით, ლონდონთან ახლოს – 20 წლამდე ასაკის მამაკაცი, ხოლო გალოვეიში 60 წლის მამაკაცი ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულ ხეებს ემსხვერპლნენ.

მედიის ინფორმაციით, აბერფელდიში ხის დაცემის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ენერგეტიკული ქსელების ასოციაციის (ENA) ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე 90 000 სახლი დარჩა.

სტიქიამ შოტლანდიაც დააზარალა, სადაც საავტომობილო გზები დაზიანდა.

სტიქიის გამო შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდა.