26 ოქტ 2026
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. შესაბამისად, სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდება.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 52 %-ი მოიპოვა, ფლავიო ბოლსონარუმ კი 48 %.
მედიის ცნობით, სილვამ ბოლსურანრუსთან შედეგებით ოთხი მილიონით მეტი ხმა მიიღო.
ბოლსონარო, რომელმაც არჩევნების პირველი ტური მოიგო, აცხადებს, რომ შედეგი „აუხსნელია“ და შედეგების გაუქმებას ითხოვს.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით 2003-დან 2011 წლამდე იკავებდა. ის ბრაზილიის პრეზიდენტად მე-3 ვადით 2023 წელს აირჩიეს.