25 ოქტ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.
სხალთის ეპარქიაში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ შეასრულა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა 1200-ზე მეტი ადამიანი მონათლა და ახლად ნათელღებულები დალოცა.