სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 14:00 საათისთვის 46 პროცენტი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

25 ოქტ 2026

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა 46 პროცენტმა მისცა ხმა, რაც თითქმის მილიონით მეტია 2023 წლის დეკემბრის არჩევნების მაჩვენებელზე.

მედიის ინფორმაციით, ნავარაუდევია, რომ არჩევნებში მოქალაქეთა აქტივოვა 65 პროცენტს გადააჭარბებს.

კენჭისყრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება, პირველი შედეგები კი დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოცხადდება.

2026 წლის 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 6.45 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ისინი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 250 დეპუტატს აირჩევენ.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.