სერბეთში არჩევნების შედეგებს ელოდებიან - გამარჯვებისთვის ორი მთავარი ძალა იბრძვის

25 ოქტ 2026

ვინ მოიგებს სერბეთის საპარლამენტო არჩევნებს, ჯერჯერობით უცნობია. საარჩევნო უბნები მალე დაიხურება და პირველადი შედეგებიც მალევე უნდა გახდეს ცნობილი.

პრეტენდენტი ორია: პრემიერ ვუჩიჩის სახელისუფლებო პარტია და სტუდენტური პარტია, რომელიც ორი წელია აქციებს მართავს.

სწორედ აქციების ფონზე დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.