დონალდ ტრამპი – ახლა ჩემი შეკითხვაა, ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს, შევუთანხმდე თუ გავანადგურო?

25 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, განიხილავს, ირანთან შეთანხმების მიღწევას შეეცადოს თუ უფრო მკაცრი მიდგომა აირჩიოს.

„ახლა ჩემი შეკითხვაა: ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო ისინი? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს. შევუთანხმდე თუ გავანადგურო? გახსოვდეთ, ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ისინი ვერაფერს იღებენ, ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. The Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, რომ დღეს ჰორმუზის სრუტის გავლით უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ვახორციელებთ, ვიდრე ომის დაწყებამდე ვახორციელებდით“, – განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღეს ირანზე თავდასხმა არ განხორციელდება.

ცნობისთვის, როგორც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ ერთხელ დაბომბავს. მან არ გამორიცხა, რომ ეს დღეს მომხდარიყო.