ზურაბ პატარაძე - ქრისტიანობის 1700 წელი აჭარამ ღირსეულად, ერთგულად, მტკიცედ გაიარა და ნამდვილად დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი

25 ოქტ 2026

საყოველთაო ნათლობა შუახევში - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200-ზე მეტი ადამიანი გახდა. საყოველთაო ნათლობამდე ხიჭაურში საკვირაო წირვა ჩატარდა.

დღის ბოლოს კი შიო მე-3-მ ნათლულები დალოცა და სიტყვით მიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მე-3-ე ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად გადასცემს ჯვრებს, რომლებიც დამზადდა საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეოდ.

საყოველთაო ნათლობაზე იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, მისი თქმით ეს დღე ისტორიულია.

„მთელი საზოგადოება, ერი და ბერი, უფროს-უმცროსი, ყველანი ერთად ვზეიმობთ და დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიული დღე არის, რაც აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს აჭარას, ჩვენს მაღალმთიანეთს და ნამდვილად ყველანი ერთად ვართ რწმენაში და ძალიან დიდ სიყვარულში. ქრისტიანობის 1700 წელი აჭარამ ღირსეულად, ერთგულად, მტკიცედ გაიარა და ნამდვილად დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორია ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება, გვერდში დგომა. ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.