ფლორიდის შტატში, უნივერსიტეტის სტადიონთან სროლისას თორმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია

25 ოქტ 2026

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უნივერსიტეტის სტადიონთან ახლოს მომხდარი სროლისას თორმეტი პირი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ოფიციალურ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა უნივერსიტეტ A&M-ის მახლობლად 24 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაჭრილებიდან ექვსი არასრულწლოვანია.

„სამმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ხოლო ცხრა პირის მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა ტალაჰასის პოლიციის უფროსმა, ლოურენს რეველმა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა პირებს შორის მომხდარი შელაპარაკება. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.