25 ოქტ 2026
ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 148-ე სეზონი გახსნა. სეზონი დასმა დავით კლდიაშვილის პიესით „დარისპანის გასაჭირი“ დაიწყო. პროზაული ქმნილების სცენური ვერსია რეჟისორმა გიორგი კაშიამ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა.
კლასიკური ნიმუშის თანამედროვე ვერსია მაყურებელს აჩვენებს სინამდვილეს - კლდიაშვილის დარისპანიც მოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს.
სპექტაკლის ჩვენება დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დღესაც გაიმართება.