25 ოქტ 2026
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორთა გადამზადების კურსი გაიარეს. ამ ეტაპზე სამი სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების 22 თანამშრომელი გადამზადდა.
სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, მათ შორის, საფრენი მარშრუტების დაგეგმვას, ფრენის მართვასა და კონტროლს, დაკვირვებას, ძებნა-დევნის ოპერაციების განხორციელებასა და მონაცემთა შეგროვებას დღისით და ღამით.
გადამზადების მიზანია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება უპილოტო საფრენი აპარატების მართვის მიმართულებით.