ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს - არჩევნებში 27 კანდიდატი მონაწილეობს

25 ოქტ 2026

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. არჩევნებში 27 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთა შორისაც, გამოკითხვის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი, 61 წლის ილიანა იოტოვა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, 50 წლის ანდრეი გიუროვი ლიდერობენ.

მედიის ცნობით, არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბულგარეთისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, რადგან ერთ-ერთი საკითხი ქვეყნის დამოკიდებულებაა რუსეთისა და უკრაინის ომის მიმართ. ორ მთავარ კანდიდატს ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

გიუროვი ღიად უჭერს მხარს უკრაინას. რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებას, ამ შემთხვევაში ის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი იქნება.

Alpha Research-ის გამოკითხვების თანახმად, იოტოვას ხმების 41%, ხოლო გიუროვს - 28% აქვს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, პირველ ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.