სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

25 ოქტ 2026

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყნის 250-წევრიან პარლამენტში მოსახვედრად 18 პარტია იბრძვის.

მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო უბნებზე უჩვეულოდ გრძელი რიგები იყო. დასავლური მედია ასევე წერს, რომ არჩევნები აღიქმება, როგორც დაპირისპირება ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და სტუდენტურ მოძრაობა „სტუდენტურ სიას“ შორის, რომლის წევრებიც ორი წლის განმავლობაში ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

სწორედ აქციების ფონზე დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.