25 ოქტ 2026
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ალმატის ტურნირის ფინალში რუსი დანილ მედვედევი იქნება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე ექვსი შეხვედრა მოიგო.
ქართველმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა, ხოლო მედვედევმა ნახევარფინალში ყაზახ ალექსანდრე ბუბლიკს აჯობა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დანილ მედვედევის დაპირისპირება დღეს გაიმართება.