25 ოქტ 2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ „კავკასიას“ უმასპინძლა და 71:80 დამარცხდა.
„კავკასიის“ შემადგენლობაში შედეგიანობით ჯასტინ ფორსტი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 5 პასი იყო, ხოლო „ბათუმის“ რიგებში საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც 30 ქულა და 5 პასი მიითვალა.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს „კავკასია“ რვა ქულით ლიდერობს. „ბათუმს“ 5 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.