უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 14 ადამიანი

25 ოქტ 2026

რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 14. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ოლქის სამ ქალაქს დრონებითა და ბომბებით დაახლოებით 20-ჯერ შეუტიეს. როგორც ცნობილია, თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქსა და ერთ რაიონზე მიტანილი იერიშების შედეგად სახლები, საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზიები და ავტომობილები დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.