25 ოქტ 2026
ფოთში მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ მოკლა. მამაკაცმა ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა.
შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.