25 ოქტ 2026
ილონ მასკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების დასახოცად, დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს.
მასკის თქმით, ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა. მისი განმარტებით, Starlink-ის კომერციული დანიშნულების სამოქალაქო სერვისის ადამიანების მოსაკლავად, დრონებით დარტყმების განსახორციელებლად გამოყენება არასდროს ყოფილა დაშვებული.
მასკმა Starshield-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის განსხვავებული სისტემაა, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა აკონტროლებს და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათზეა დამოკიდებული.
„Starlink-ის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. ეს მუქარა არ არის - ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“, - წერს მასკი.