დონალდ ტრამპი – არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ

25 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ის ირანს კიდევ ერთხელ დაბომბავს. დონალდ ტრამპის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ეს „ხვალვე“ მოხდეს.

ამასთან, პრეზიდენტი არ გამორიცხავს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებებისა თუ მოლაპარაკებების დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული აშშ იქნება.