25 ოქტ 2026
იტალიის რამდენიმე ქალაქში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
ბოლონიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და პოლიციელები. შაბათს, 8 ქალაქში გამართული აქციების დროს 9 ადამიანი დააკავეს.
ასევე, 371 ადამიანი მცირე ხნით დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
პოლიციის განმარტებით, იმ პირებიდან, რომლებიც დროებით დააკავეს და პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, 110 არასრულწლოვანი იყო.