გრან პრის სერია ფიგურულ ციგურაობაში - მეტელკინა-ბერულავა გრანპრის ტურნირის ლიდერია

25 ოქტ 2026

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრანპრის სერიის ტურნირზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამა წარმოადგინეს. მეტელკინამ და ბერულავამ 77.34 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან.

წყვილი თავისუფალ პროგრამას დღეს წარადგენს. დღესვე გრანპრის ტურნირზე ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრებიდან ანასტასია გუბანოვა წარდგება, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა.

სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ტურნირზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.