ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა

25 ოქტ 2026

ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთაგან გოლები პაულო ვიტორმა, მაურიდესმა და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ზღვისპირელებმა 56 ქულა დააგროვეს და ლიდერობა დაიბრუნეს.

მეორე შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტემ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.