24 ოქტ 2026
საჭადრაკო კლუბ "ნონას" ორგანიზებით ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ქალაქის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც ქალაქის 30 საჯარო და კერძო სკოლის 150 მოსწავლე მონაწილეობს.
დღეს მოჭადრაკეები ინდივიდუალურად ასპარეზობენ, ხვალ კი შეჯიბრება ორი ვაჟისა და ერთი გოგონას მიერ შემდგარ გუნდებს შორის გაიმართება, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.