ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა "აგრო ფუდ ბათუმი 2026" დღეს დასრულდება

24 ოქტ 2026

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა "აგრო ფუდ ბათუმი 2026" დღეს დასრულდება. გამოფენამ სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში მოქმედი ადგილობრივი და უცხოური კომპანიები ერთ სივრცეში გააერთიანა.

ღონისძიებაში წელს 70 კომპანია მონაწილეობს, მათგან 60 ქართულია. 

გამოფენის ფარგლებში დღეს პირისპირ საქმიანი შეხვედრები გაიმართა. მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

აგრო ფუდ ბათუმი 2026" კომპანიებს საკუთარი პროდუქციისა და ტექნოლოგიების წარდგენის, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.