ფხენიანი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს

24 ოქტ 2026

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის არმიის ასეულის მეთაურთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის არმიის ასეულებს მოუწოდა, ელიტარულ, თვითუზრუნველყოფად საბრძოლო ერთეულებად გარდაიქმნან  - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის  სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კიმის პოლიტიკის მუდმივ პრიორიტეტს - სამხედრო ძალების გაძლიერებას. "მოდით, ავაშენოთ უძლიერესი არმია და დავაჩქაროთ სამხედრო რევოლუცია ჩვენებური სტილით“, - განაცხადა კიმმა.