24 ოქტ 2026
პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვა და ევროპარლამენტარების კრიტიკა - ირაკლი კობახიძე ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციებს მიკერძოებულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ განსხვავებული სტანდარტებით მოქმედებენ.
ევროპარლამენტის მოთხოვნა, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ფარსი იყო. მისივე განმარტებით, უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები აჩვენებს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხის მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამოდ წარმოჩენა უსაფუძვლოა. ევროპარლამენტარები კი ხელისუფლების ინიციატივას პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებასა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
''როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას, საქართველოში, არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, ეს უნდათ მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.