საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი დაასრულა

24 ოქტ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი დაასრულა. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ასევე პრემიერიმა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

''ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც მიეძღვნა 70 წლისთავს უნგრეთის რევოლუციიდან. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე მქონდა შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად მესაუბრა ახალ პრემიერთან ერთად, ბატონ მადიართან ერთად, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.