24 ოქტ 2026
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „სპაერმა“ ვაკეში, „მესხი 2-ზე“ პლეი-აუტის ზონაში მყოფ „გაგრას“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.
„დავით პეტრიაშვილზე“კი ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. „რუსთავმა“ თბილისის „დინამოს’“ „უმასპინძლა“ და 0:2 დამარცხდა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულა ნიკა ნინუამ.
„დინამო“ 54 ქულით გალიდერდა, თუმცა „დინამო ბათუმი“ მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. დღეს ზღვისპირელები „სამგურალს“ უმასპინძლებენ.
„რუსთავსა“ და „იბერიას“ 52-52 ქულა მოუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, თუმცა „იბერია“ ორშაბათს „ტორპედოს“ უმასპინძლებს და შესაძლოა, ვითარება სატურნირო ცხრილში კვლავ შეიცვალოს.
ბათუმის „დინამოსა“ და „სამგურალის“ მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.