ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის 

24 ოქტ 2026

საქართველოს 20-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სომხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა.  

დღეს კი მესამე შეხვედრაში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს.