საფრანგეთის ქალაქ ანჟეში ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის ტურნირი დაიწყო

24 ოქტ 2026

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში დაიწყო გრან პრის სერიის ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრების წევრებიდან შეჯიბრებაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი სპორტულ ცეკვებში და ანასტასია გუბანოვა მონაწილეობენ.

ასპარეზობის პირველ დღეს ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა წარმოადგინა, 72,63 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილს იკავებს.

გუბანოვა თავისუფალ პროგრამას დღეს წარადგენს.

მეორე ადგილზეა ასევე დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის წყვილიც, რომელმაც რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.