24 ოქტ 2026
დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის "ბარის არენაზე", მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს აიღებს, რომელიც პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში თავიდან ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავენი ჩაებმებიან. შეჯიბრების პირველ დღეს წინასწარი ეტაპის შეხვედრებს, ნახევარფინალების ჩათვლით, ოთხი წონის წარმომადგენლები ჩაატარებენ.
ასპარეზობა 55, 60, 77 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაიმართება. დღეს ასტანის საჭიდაო ხალიჩაზე მედლებისთვის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ვახტანგ ლოლუა, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი დიმიტრი ხაჩიძე, მსოფლიოს მესამე პრიზიორი რამაზ ზოიძე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალისტი გელა ბოლქვაძე იბრძოლებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო ბერძენ-რომაელთა ტურნირშიც და "თავისუფლებშიც" სრულად დაკომპლექტებული გუნდებით წარდგება.