24 ოქტ 2026
ჩინეთის ოთხ ქალაქში - პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში საქართველოს შესახებ მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
როუდშოუების ფარგლებში პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.
ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვა წარმოადგენს.