პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო

24 ოქტ 2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. პროცესი 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ტესტირება დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო ხვალ - წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება.

წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. 

გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში.

ტესტირების ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია.  პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გაეცნო.