იორდანიის ეკლესიაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა დაკრძალვის ცერემონიის დროს ცეცხლი გახსნეს - შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

24 ოქტ 2026

იორდანიის ერთ-ერთ ეკლესიასთან, რომელზეც გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ახლა პოლიცია პატრულირებს. ეკლესიაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა დაკრძალვის ცერემონიის დროს ცეცხლი გახსნეს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იორდანიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამუდის ეკლესიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.  დაშავებულები საავადმყოფოში იორდანიის მეფე აბდულამ მოინახულა და დამნაშავეთა დასჯით დაიმუქრა. 

თავდამსხმელებს პოლიცია ეძებს.  ეს ინციდენტი იორდანიის ქრისტიანულ უმცირესობაზე განხორციელებული იშვიათი თავდასხმა იყო. ხელისუფლებამ მომხდარი ექსტრემისტების მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.