24 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შემდეგ, შეერთებული შტატები კუბას მიხედავს და საქმის ბოლომდე მისაყვანად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გაგზავნის.
გასულ თვეში, ტრამპმა ივარაუდა, რომ აშშ და კუბა შეთანხმებას მიაღწევდნენ და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია ადრეც აცხადებდა, რომ მისი მიზანი კუბის კომუნისტური მთავრობის შეცვლაა.
აშშ-ის მიერ დაწესებულმა ნავთობის ბლოკადამ კუბა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა: ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და ენერგოკრიზისია. ვაშინგტონი კუბის მიმართ ემბარგოს 60 წელზე მეტია ინარჩუნებს.