24 ოქტ 2026
უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენმა, სააგენტო "როიტერს" განუცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ქალაქ ოლეშკიში, 27 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. შეთანხმება ძალაში ჰუმანიტარული მისიის დასრულებამდე დარჩება.
ლუბინეცის თქმით, მისიის მიზანია ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქში სურსათის, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შეტანა, საავადმყოფოების მარაგების შევსება, ასევე - ქალაქთან მისასვლელი გზების განაღმვის ხელშეწყობა. ომბუდსმენის თქმით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აშშ-ის შუამავლობის წყალობით გახდა შესაძლებელი. პროცესში ჩართული იყო აშშ-ის პირველი ლედის მიერ შექმნილი ჯგუფიც.
ლუბინეცმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ოპერაცია ეტაპობრივად განხორციელდება.
კრემლი მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა მელანია ტრამპის როლს შეთანხმების მიღწევაში და აღნიშნა, რომ დეტალები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განიხილეს.