24 ოქტ 2026
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა, თუმცა შეთანხმების პირობები დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ბრალდებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.