"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების კრიტიკას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

24 ოქტ 2026

"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების კრიტიკას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები "რადიკალურ ოპოზიციას" უჭერენ მხარს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაკეთებული შეფასებები მათთვის მიუღებელია.

"ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია. როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან გაქრობას პირდაპირი საფრთხე დაუდგა, ევრობიუროკრატიამ ხმა ერთხმად აიმაღლა," - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, დევიდ მაკალისტერმა, ნილს უშაკოვსიმ და რასა იუკნევიჩენემ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხელისუფლებას სარჩელის უკან გამოთხოვის, პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მიმართავენ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები დაწესდეს.