24 ოქტ 2026
ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის უპრეცედენტო სამართლებრივი პროცესი - საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას ორშაბათიდან განაახლებს. დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. სამი დღის განმავლობაში სხდომები ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო - მოსამართლეთა პლენუმმა მოპასუხე მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გუშინდელ სხდომაზე გახარიას პარტია, რომელიც ასაკრძალთა სიას ერთი წლის შემდეგ დაემატა, "ქართული ოცნების" ლიდერების მოწმეებად დაკითხვას ითხოვდა იმ საქმეებზე, რომელიც ქართულ ოცნებას გახარიას წინააღმდეგ აქვს აღძრული. ორშაბათს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა კოლეგია ყოფილი პრემიერის გუნდის შუამდგომლობას.
ხუთივე პარტია მოსამართლეთა კოლეგიას ხელისუფლების დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებს და უნდობლობას უცხადებს. "ქართული ოცნება" კი მოპასუხე მხარეს სხდომების მიზანმიმართულად გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ.