პატრიარქი: ეს არის ბრძოლა არა დეკანოზის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ

22 ივნ 2017

საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძისა ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში ილია მეორე ამბობს, რომ ამ საქმეში სიმართლემ უნდა იზეიმოს. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ეს არის ბრძოლა არა დეკანოზის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ.