ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა

24 ოქტ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მთავრობის მეთაურმა უნგრელ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

პიტერ მადიარმა  სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.