23 ოქტ 2026
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოსთვის ამ ასაკობრივ კატეგორიასა და წონაში ეს ისტორიული მედალია.