23 ოქტ 2026
ბათუმის დრამატული თეატრი 148-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. სპექტაკლი, რომლითაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი 148-ე სეზონს გახსნის დარისპანის გასაჭირია. დავით კლდიაშვილის უკვდავი პიესა რეჟისორ გიორგი კაჭიას დადგმით, მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობიცაა და თეატრისთვის ფეხბედნიერიც.
სეზონის გახსნის წინა სამზადისი დასრულებულია. გენერალური რეპეტიცია გავლილია, მსახიობები მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრის წინ მღელვარებას არ მალავენ. დარისპანის გასაჭირს დასი 24-და 25 ოქტომბერს ითამაშებს.
გასული 147-ე თეატრალური სეზონის ფარგლებში 10 საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ახალი სეზონი, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამის მოლოდინი დიდია. თეატრის დირექტორი კოტე მჟავია ამბობს, რომ როგორც ქართველ ისე უცხოელ რეჟისორებთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. სეზონის სრული გეგმაც გაწერილია.