საფრანგეთი ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება - ხვალინდელი აქციის წინ ხელისუფლება დემონსტრაციებზე შეზღუდვებს აწესებს

23 ოქტ 2026

საფრანგეთი ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება - ხვალინდელი აქციის წინ ხელისუფლება დემონსტრაციებზე შეზღუდვებს აწესებს, რამდენიმე ქალაქში შეკრებები აკრძალულია, პარიზის ცალკეულ უბნებში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

 პარიზის ცნობილ შანზ-ელიზეს გამზირზე ძვირადღირებულმა ბრენდებმა, როგორებიცაა Dior, Louis Vuitton და Bulgari, თავიანთი მაღაზიების ვანდალებისგან დასაცავად და 17 ოქტომბრის მოვლენების გამეორების თავიდან ასაცილებლად ლიტონის დამცავი კონსტრუქციები დაამონტაჟეს.

პარიზის პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი ორშაბათამდე გაახანგრძლივა. დამატებითი შეზღუდვები სხვა ქალაქებშიც დააწესეს. მარსელში შაბათს არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 იუსტიციის მინისტრის, თქმით, დაჩქარებული სასამართლო პროცესების შემდეგ არეულობებში მონაწილეობისთვის 217 ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2700 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასამართლოს წინაშე 1000-ზე მეტი წარსდგა.