23 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება უნგრეთის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აგნეს ფორშტჰოფერმა გახსნა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის რევოლუციის გმირთა ხსოვნას.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრეზიდენტმა ანდრაშ ბაკამ.
უნგრეთს საიუბილეო თარიღი მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
უნგრელ ხალხს და საზეიმო ღონისძიების სტუმრებს სიტყვით კოშუთ ლაიოშის მოედანზე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა, რომელმაც 1956 წლის რევოლუციის იდეალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ.