ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ

23 ოქტ 2026

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიცე-პრემიერ, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ
სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და "შუა დერეფნის" განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.

ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს.