23 ოქტ 2026
"ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად დიტო ჩუბინიძეც.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.